პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს მესტიიდან მიულოცავს

პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს მესტიიდან მიულოცავს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს მესტიიდან მიულოცავს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ ბათუმშიც ჩავა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის საახალწლო კონცერტს აზერბაიჯანული და უკრაინული ტელეარხები პირდაპირ ეთერში გადასცემენ. აზერბაიჯანელი და უკრაინელი ჟურნალისტები ადგილზე უკვე მუშაობენ.

ახალი წლის ღამეს ბათუმში, ევროპის მოედანზე ცნობილი იტალიელი ტენორი ანდრია ბოჩელი იმღერებს.