საქართველოს ყოფილი შინგან საქმეთა და უშიშროების მინისტრი შოთა კვირაია გარდაიცვალა .
როგორც "ინტერპრენიუსისთვის" გახდა ცნობილი, გარდაცვალების მიზეზი თირკლმის უკმარისობა გახდა. გარდაცვლილის ცხედარს მოსკოვიდან თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ.
შოთა კვირაიას ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, სხვადასხვა დროს, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრის პოსტები ეკავა. იგი თანამდებობიდან უშიშროების მინისტრობის დროს, სატელეფონო მოსმენების გამო გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მოსკოვში ცხოვრობდა. სხვადასხვა მონაცემებით, შოთა კვირაია მოსკოვში ცხოვრებისას რუსეთის სპეცსამსახურების უწყებებში მუშაობას განაგრძობდა.
შოთა კვირაია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეცვლისა და ხელისუფლებაში ედუარდ შევარდნაძის მოსვლის შემდეგ დაინიშნა.