აპირებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში კრისტიან ბჟანიამ განუცხადა.
მისივე თქმით, სამეტაპიანი გეგმა, რომელსაც ხვალ სოხუმში გერმანიის საგარეო სამეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩაიტანს, აფხაზურ მხარეს გერმანიის ელჩმა პატრიცია ფლორმა უკვე გააცნო.
"გერმანული გეგმა, ფაქტობრივად, გაერო-ს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის მიერ შემუშავებული ვერსიის იდენტურია, რომელიც პატრიცია ფლორმა უკვე წარმოგვიდგინა. ეს გეგმა კი, სოხუმისთვის მიუღებელია, რამდენედაც იგი მიხეილ სააკაშვილის სამშვიდობო გეგმის მცირედ სახეცვლილი ვარიანიტია. როგორც ჩანს, გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი ყველა გზით ცდილობს, მოლაპარაკებები დაიწყოს", - განაცხადა ბჟანიამ.
დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, მხარეებს შორის მოპალარაკებების განახლებისკენ დასავლეთის სწრაფვა საქართველოსთვის ნატო-ს გაწევრიანიების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხთან არის დაკავშირებული.
ბჟანია აღნიშნავს, რომ ჩიხში შესული მოლარაკებების ფონზე, თბილისისთვის MAP-ის მინიჭება პრობლემა იქნება და სწორედ ამიტომ ცდილობს დასავლეთი, დიალოგის განახლების შთბაჭდილება შექმნას.
"სწორედ ეს არის ამ გეგმების რეალური მიზანი და არა - კონფლიქტის გადაჭრა. მართალია, გერმანულ გეგმაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა გათვალისწინებულია, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს კდოდორის ხეობის ზედა ნაწილიდან ქართული შენაერთების გაყვანის მოთხოვნასთან ერთად ვაყენებთ", - განაცხადა ბჟანიამ.
მისივე თქმით, სოხუმი ქართულ და ყველა შუამავალ მხარეს კოდორის ხეობის სრულ დემილიტარიზაციასა და ერთბილივი მუდმივი მონიტორინგის დამყარებას სთავაზობს.
"მონიტორინგის ერთობლივ ჯგუფში უნდა შედიოდნენ გაერო-ს, სამშვიდობო ძალების, კონფლიქტისა და დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს განახორციელებენ. ამ გზით საბოლოოდ გაირკვევა, რომ კოდორის ხეობა საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს", - განაცხადა კრისტიან ბჟანიამ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოდის, სოხუმს ხვალ ეწვევა და დე-ფაქტო ხელისუფლებას გერმანიის მთავრობის მიერ შემუშავებულ სამეტაპიან სამშვიდობო გეგმას გააცნობს.
გეგმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმწერას, დევნილთა დაბრუნებას, ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებს.