ტყიბულის მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

ტყიბულის მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

ტყიბულის მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს ტყიბულის მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა გორდეზიანმა განაცხადა, გაფიცულთა რაოდენობა მისთვის უცნობია. გაფიცულ მაღაროელებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ, გაათავისუფლონ დაკავებული ორი პიროვნება. მაღაროელები მიიჩნევენ, რომ ისინი დამნაშავეები არ არიან; დამნაშავეებად დაზარალებულებს მიიჩნევენ, რომლებმაც შახტაში აფეთქება განახორციელეს და არ დაიცვეს უსაფრთხოების წესები.

მისივე თქმით, გამოძიება ჩატარდება და სპეციალური კომისიის დასკვნის შემდეგ, საგამოძიებო ჯგუფი გადაწყვეტილებას მიიღებს.

`გაფიცულები დღეს, 12:00 საათზე, კიდევ შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორ გააგრძელონ მუშაობა. ისინი თბილისიდან პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან~, _ აღნიშნა ზაზა გორდეზიანმა.

ტყიბულის მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ძიძიგურის სახელობის მაღარო შეუფერხებლად მუშაობს. მინდელის სახელობის მაღაროში კი, სადაც ახლახანს აფეთქება მოხდა და ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სპეციალური სამორიგეო რეჟიმია დაწესებული. მუშაობს: წყალამოღვრისა და სავენტილაციო სისტემები, შეუფერხებლად მიმდინარეობს მაღაროს ელექტროენერგიით მომარაგება.

გაფიცვა ტყიბულის მაღაროელებმა გუშინ დაიწყეს.