დაბა წნორში "ქართული პარტიის" ოფისი გაიხსნება

დაბა წნორში, აღმაშენებლის №51-ში დღეს "ქართული პარტიის" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ოფისი გაიხსნება.
პრეზენტაციას პარტიის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი დაესწრება. იგი "ქართული პარტიის" აქტივისტებს და მხარდამჭერებს პარტიის სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებს გააცნობს.
გარდა ამისა, ჩამოყალიბდება საინიციატივო ჯგუფი მაია სუხიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც "ქართული პარტიის" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენციის ჩატარებას ორგანიზებას გაუწევს. პარტიის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია მარტში გაიმართება.

























