რიკოთის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია

რიკოთის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია

რიკოთის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს .

კომპანია ~გზამშენი 5~-ის ინფორმაციით, რიკოთზე ისევ თოვს და თოვლის საფარს 25 სანტიმეტრი ნალექი დაემატა. ავტოსაგზაო ინციდენტებისა და საცობების თავიდან ასაცილებლად, საგზაო მაგისტრალი ინტენსიურად იწმინდება და მარილი იყრება.

დილით მაგისტრალზე გადაადგილება ტრალიერებისთვის შეზღუდული იყო.