16 წლის გოგონა განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახში დაკარგული 16 წლის ევგენია ადუაშვილი გუშინ სამართალდამცავებმა მოკლული იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი. გოგონას ყელი აქვს გამოჭრილი და შემდეგ დამწვარია. ევგენია ადუაშვილს სამართალდამცავებმა დმანისის ერთ-ერთ მიტოვებულ საწარმოში, საკანალიზაციო ჭაში მიაკვლიეს. დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 17 წლის ჯონი იასაღაშვილი. პოლიციამ გარდაცვლილის ცხედარს სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე მიაგნო.

გოგონას პოლიცია 11 თებერვლის შემდეგ ეძებდა. ევგენია ადუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ის სახლიდან 11 თებერვალს, ქალაქ დმანისში კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაკარგული იყო.