სოფელ არაშენდაში 28 წლის ფეხმძიმე ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

სოფელ არაშენდაში 28 წლის ფეხმძიმე ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში 28 წლის ნათია გ-შვილმა, რომელიც მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, თავი ჩამოიხრჩო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან" აცნობეს, ახალგაზრდა ქალის ცხედარი ოჯახის წევრებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გამთენიისას იპოვეს.

ოჯახის წევრები და მეზობლები თვითმკვლელობის მიზეზებზე არ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის სამმართველოს კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები და გამომძიებლები მუშაობენ.

მომხდარს გურჯაანის პოლიცია იძიებს.