ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები წესდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომელსაც ბათუმთან დაკავშირებით ახალი მუხლი ემატება.
კერძოდ, პროექტის მიხედვით, ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების დადგენილი წესის დარღვევით განხორციელება ფიზიკური პირის 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, იურიდიული პირისას კი - 200 ლარით.
თუ დაჯარიმების შემდეგ პირი დარღვევას არ გამოასწორებს, მაშინ ჯარიმები გაორმაგდება.
იმ შემთხვევაში, თუ პირი პარკირებას დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე განახორციელებს, მას 10 ლარით დააჯარიმებენ, ასევე, 10 ლარიანი ჯარიმა იქნება თუ პირი პარკირების სხვა დადგენილ წესებს დაარღვევს.
თუ აღნიშნულ 10 ლარიან ჯარიმას პირი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის, მაშინ მას 150 ლარიანი საურავი დაერიცხება და თუ 30 დღის შემდეგ ჯარიმას და საურავს, კერძოდ 160 ლარს არგადაიხდის, ავტომანქანას გაუყიდიან.
კანონპროექტის ავტორი ბათუმის მერიაა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"