მიხეილ სააკაშვილი - ფოთის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიაში ყველაზე მასშტაბური იქნება

მიხეილ სააკაშვილი - ფოთის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიაში ყველაზე მასშტაბური იქნება

ფოთის საერთაშორისო აეროპორტი, მშენებლობის დასრულების შემდეგ, კავკასიაში ყველაზე მასშტაბური იქნება, - ამის შესახებ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ფოთში, გაფორმების ეკონომიკური ზონის(გეზ) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ფოთის აეროპორტს კავკასიაში ყველაზე დიდი ასაფრენი ზოლი ექნება. "უკვე დავდგით, თანამედროვე რადარის სისტემა და ეს იქნება რეალურად ფოთის და ბათუმის აეროპორტი. ეს იქნება აეროპორტი, რომელიც მოემსახურება ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრებს - მესტიასა და ბათუმს და ფოთს - საქართველოს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ცენტრს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ ახსენა 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც ფოთის მოსახლეობა, მინიმუმ 100 ათასი იქნება, ბათუმში მინიმუმ 250 ათასი, ქუთაისში კი 250-300 ათასი. "ანაკლია ამ დროისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი და ეს საშუალებას მოგვცემს, ვაწარმოოთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.