"თავისუფალი საქართველო" "ეროვნულ საბჭოს" გამოეყო

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველო" "ეროვნულ საბჭოს" გამოეყო .

როგორც "ინტრპრესნიუსს" "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა, გადაწყვეტილება "ეროვნულ საბჭოში" შემავალი პარტიების თხოვნის საფუძველზე მიიღეს. კუკავას თქმით, "ეროვნული საბჭოსთვის" მიუღებელი აღმოჩნდა "თავისუფალი საქართველოს", როგორც პარტიული ორგანიზაციის არსებობა. თავიდან "თავისუფალი საქართველო" არასამთავრობო ორგანიზაციად დაფუძნდა.

"როგორც პოლიტიკური პარტია, "თავისუფალი საქართველო"  ბოლო თვეებია, ძალიან აქტიურად და წარმატებით ფუნქციონირებს. დამოუკიდებლად ვახორციელებთ ბევრ სხვადასხვა პროექტს, მათ შორის იყო სამარშრუტო ტაქსების გაფიცვის მასობრივი აქცია, რომელიც უპრეცედენტო იყო ბოლო წლების განმავლობაში. დაგეგმილი გვაქვს ახალი აქციები და სხვა ტიპის პოლიტიკური ღონისძიებები. ჩვენი მიღწევა იყო, ასევე, სტრასბურგში ვიზიტი. პარტია ახალგაზრდულია, ახალი კადრებით დაკომპლექტებული. ბევრი სიახლე აქვს დაგეგმილი",-განაცხადა კუკავამ.

ამ დროისთვის "ეროვნულ საბჭოში" "კონსერვატიული პარტია" და "ხალხის პარტია" რჩებიან.

ამასთან, ”ეროვნული საბჭოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, "ეროვნული საბჭო" და "თავისუფალი საქართველო" საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ, თუმცა სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხზე  თანამშრომლობას არ შეწყვეტენ.  

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს