თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

თბილისის №47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის გაკვეთილები განახლებულ სპორტულ დარბაზში ჩაუტარდებათ.

რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა. სტუმარი 47-ე სკოლის კალათბურთის შიდა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრასაც დაესწრო.

სპორტის გაკვეთილების დანერგვის შემდეგ, საჯარო სკოლებში ოცდაოთხი სპორტული ლიგა შეიქმნა, მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის ამდენივე სახეობაში ეჯიბრებიან.

47-ე საჯარო სკოლაში ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთისა და ორთაბრძოლების გაკვეთილები ტარდება, ეწყობა შეჯიბრებებიც.

ამჯერად, კალათბურთში შეჯიბრი უფროსკლასელებს შორის ჩატარდა, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს XI და XII კლასელთა გუნდები ხვდებოდნენ. გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონის თასი, ხოლო მოთამაშეებს სიგელები გადაეცათ.

47-ე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. გასულ წელლს, თბილისის მასშტაბით, 30 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული მოედანი გაკეთდა, 70 სკოლაში სპორტული დარბაზი მოეწყო.

რეაბილიტირებული სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და მოზარდების სპორტის სხვადასხვა სახეობებში კომპლექსურად მომზადების საშუალებას იძლევა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში