თსუ-ს ესტონეთის ელჩი ეწვევა

თსუ-ს ესტონეთის ელჩი ეწვევა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს საქართველოში ესტონეთის ელჩი ტომას ლუკი ეწვევა. ელჩი გაცვლით პროგრამებში მონაწილე ქართველ და ესტონელ სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი სამომავლო გეგმებსა და მათ განხორციელებას შეეხება; თავად გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, ხოლო პროგრამაში ჩართვის მსურველებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ესტონეთის კონსული საქართველოში, საელჩოსა და თსუ-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.

თსუ-სა და ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის არსებული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში 62 სტუდენტი გაიგზავნა სასწავლებლად, ხოლო თბილისში 71 უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ყველაზე დიდი პარტნიორი ტარტუს (ესტონეთი) უნივერსიტეტია.

თსუ-სა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე ხელშეკრულება 2006 წელს გაფორმდა. ამ ხნის განმავლობაში ტარტუს უნივერსიტეტში 23 ქართველი სტუდენტი გაიგზავნა სასწავლებლად, ხოლო თსუ-ში _ 17 სტუდენტი ჩამოვიდა ტარტუს უნივერსიტეტიდან.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის