ქუთაისში იუსტიციის სახლის აფეთქებასაც ცდილობდნენ

ქუთაისში იუსტიციის სახლის აფეთქებასაც ცდილობდნენ

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს ქუთაისში იუსტიციის სახლის აფეთქებასაც ცდილობდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება , დაკავებული პირები, რომლებიც ქუთაისის მერიასთან დღეს დილით აიყვანეს, ამ წუთებში სამართალდამცავებს იუსტიციის სახლთან ჰყავთ მიყვანილი.

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის სახლსა და ქუთაისის მერიასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთდროულად უნდა ამოქმედებულიყო.

ქუთაისში დღეს სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერიასთან ორი პირი დააკავეს, რომლებიც ქუთაისის მერიის შენობის აფეთქებას გეგმავდნენ.

წინასწარი ცნობით, დაკავებულები ზუგდიდის მცხვორებლები არიან. ქუთაისის მერიის შენობიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ტროტილი.

შს სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს მოაგიანებით გააკეთებს.

ვიდეო