"დექსუსმა" პროექტი -  CHAVCHAVADZE CORNER გახსნა

მენეჯმენტ კომპანია "დექსუსმა" პროექტი  - CHAVCHAVADZE CORNER გახსნა . ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირისა და ყიფშიძის ქუჩის კუთხეში მდებარე შენობა საცხოვრებელი ნაწილის გარდა საოფისე და სავაჭრო კომპლექსს აერთიანებს.  ამ სახლში ახალ ბინას ან ფართს 43 მომხმარებელი მიიღებს.

როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი კილაურიძემ განაცხადა, CHAVCHAVADZE CORNER-ი რიგით მესამე პროექტია, რომელიც "დექსუსმა" "ცენტრ პოინტის" მართვაში აღების შემდეგ დაასრულა. პროექტზე "დექსუსი" 6 თვის განმავლობაში მუშაობდა და ამ პერიოდში კომპანიამ დაახლოებით მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები განახორციელა. საერთო ჯამში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე 10 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოებია შესრულებული.

"დექსუსის" დირექტორის გიორგი ქანანაშვილის განცხადებით, კომპანია "ცენტრ პოინტის" რეაბილიტაციის გეგმას სტაბილურად განაგრძობს. გეგმის განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის. დღეს კი, მათ კიდევ ერთი ობიექტი დაასრულეს და გახსნეს. ამასთან, კიდევ 4 პროექტის დასრულების კონკრეტული თარიღები უკვე ცნობილია. პროცესი დაწყებულია და ეს პროექტები დათქმულ ვადებში აუცილებლად დასრულდება", - აღნიშნა გიორგი ქანანაშვილმა.

კერძოდ, CHAVCHAVADZE CORNER-ის შემდეგ, 19 აპრილს გაიხსნება დიდი დიღმის ოაზისის V კორპუსი, 11 მაისს, ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი "აფხაზეთი", 28 სექტემბერს, ბათუმის "თეთრი მაგნოლია" და 1-ელ ოქტომბერს წყნეთის საცხოვრებელი კომპლექსი. ამ პროექტებით კომპანია დამატებით მომხმარებლების 22%-ს დააკმაყოფილებს.

დღესვე კომპანიის დამფუძნებლებმა, გიორგი ქანანაშვილმა, ირაკლი კილაურიძემ და ივანე ცაგურიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა "ცენტრ პოინტის" რეაბილიტაციის გეგმის შესრულების მზადყოფნა. მემორანდუმის ასლი კი ყველა მომხმარებელს გაეგზავნება.

"დექსუსმა" სამშენებლო ბაზრის ყველაზე მსხვილი, "ცენტრ პოინტის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ კომპანიათა ჯგუფის 100%-იანი წილი მართვაში 2010 წლის სექტემბერში აიღო. "დექსუსის" მართვაში შესვლამდე პროექტებში სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად შეჩერებული იყო. კომპანიის მიერ შემუშავდა "ცენტრ პოინტის" რეაბილიტაციის გეგმა. გეგმის მიხედვით 2012 წლის 12 აპრილამდე მომხმარებლების 51,5% უნდა დაკმაყოფილდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები