პრეზიდენტი სამეგრელოს რეგიონს სტუმრობს

პრეზიდენტი სამეგრელოს რეგიონს სტუმრობს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძესთან ერთად სამეგრელოს რეგიონს სტუმრობს.

პირველად ისინი აბაშაში მივიდნენ, სადაც კომპანია "ბლოკ ჯორჯია" "100 ახალი საავადმყოფოს" პროგრამის ფარგლებში მრავალპროფილიან სამედიცინო ცენტრს აშენებს.

პრეზიდენტმა მშენებლობის მიმდინარეობაზე ინფორმაცია თავად "ბლოკ ჯორჯიას" წარმომადგენლებისგან მიიღო. მათი განცხადებით, ცენტრი პირველ პაციენტებს მაისიდან მოემსახურება.

9 თვით ადრე დასრულდა იგივე ტიპის სამედიცინო ცენტრის მშენებლობა ხობში. დღეს ეს ობიექტი პრეზიდენტმა თავად გახსნა. სააკაშვილის განცხადებით, მსგავსი დაწესებულებების არსებობა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ადგილობრივების დასაქმებას.

"ბლოკ ჯორჯიას" წარმომადგენელების თქმით, სამეგრელოს რეგიონში 12 მილიონი დოლარი უკვე დაიხარჯა. წლის ბოლომდე რეგიონში 9 ახალგარემონტებული საავადმყოფო უნდა გაიხსნას.