"სილქნეტი" ჭავჭავაძეზე ახალ სერვის-ცენტრს ხსნის

კომპანია "სილქნეტი" ხვალ, ჭავჭავაძის გამზირის #22-ში ახალ სერვის-ცენტრს გახსნის, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ აქვს. სერვის-ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ულტრათანამედროვე დიზაინითაა მოწყობილი. ახალ სერვის-ცენტრში მომხმარებელს "სილქნეტის" ახალი თაობის ინტერაქტიული ტელევიზიის - Silk-TV-ის და Silk Internet-ის საპრეზენტაციო დარბაზი მოემსახურება. მსურველი შეძლებს ტელევიზიის გაცნობას და მისი ფუნქციების შესწავლას, ასევე, სპეციალურად აბონენტებისთვის განკუთვნილი ლეპტოპების მეშვეობით, ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება იქნება შესაძლებელი.

ცენტრშივე მომხმარებლებს საშუალება ექნებათ "სილქნეტის" სხვა სერვისები და პროდუქტები შეიძინონ, სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე მიიღონ ინფორმაცია და ანგარიშსწორება აწარმოონ.

კომპანიის პრიორიტეტად რჩება სოციალური პასუხისმგებლობა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა. ახალი სერვის-ცენტრი ითვალისწინებს ინვალიდების მომსახურებას. სპეციალურად მათთვის მომსახურების ოფისში მოეწყო პანდუსი, რისი საშუალებითაც ამ კატეგორიის პირები უპრობლემოდ შეძლებენ გადაადგილებას და თანამედროვე სერვის-ცენტრის მომსახურებით სარგებლობას.

უახლოეს მომავალში, სილქნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს მსგავსი, ულტრათანამედროვე სერვის-ცენტრების გახსნას და უკვე არსებულის მოდერნიზებას. ვაკის შემდეგ, მომსახურების ოფისები გაიხსნება პეკინის #18-ში, წერეთლის #117-ში და ქეთევან წამებულის #1-ში.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა