გიგი უგულავამ "დექსუსის" მიერ დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა

თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს კომპანია "დექსუსის" მიერ "დიდი დიღმის ოაზისის" მეხუთე კორპუსის დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა .

აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელი და კომერციული ფართები ოცმა მომხმარებელმა მიიღო. "დიდი დიღმის ოაზისის" მეხუთე კორპუსი რიგით მეოთხე ობიექტია, რომელიც "დექსუსმა" "ცენტრ პოინტის" მართვაში აღების შემდეგ დაასრულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიდან აცნობეს, პროექტზე მუშაობა კომპანიამ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დაახლოებით 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. მეხუთე კორპუსთან ერთად, "დიდი დიღმის ოაზისში" უკვე დასრულებულდა პირველი კორპუსის მშენებლობაც და კომპანია სამშენებლო სამუშაოებს კომპლექსის დარჩენილ კორპუსებშიც აწარმოებს.

"დექსუსმა" სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, "ცენტრ პოინტის" ჯგუფის 100%-ანი წილი მართვაში 2010 წლის სექტემბერში აიღო. "დექსუსის" მართვაში შესვლამდე პროექტებში სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო. შემუშავდა "ცენტრ პოინტის" რეაბილიტაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის აპრილამდე მომხმარებლების 51,5% დაკმაყოფილდება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს