ირინე ქურდაძე Smart Board-ის გამოყენებით სამოდელო გაკვეთილის მიმდინარეობას დაესწრება

ირინე ქურდაძე Smart Board-ის გამოყენებით სამოდელო გაკვეთილის მიმდინარეობას დაესწრება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე დღეს Smart Board-ის გამოყენებით სამოდელო გაკვეთილის მიმდინარეობას დაესწრება.

ინტერაქტიული დაფის მეშვეობით მათემატიკის გაკვეთილი ამჯერად, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის №41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ.

ღონისძიებას, რომელიც ქუთაისში 13.00 საათზე დაიწყება, იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია დაესწრება.