პარლამენტთან "ცენტრ-პოინტის" საქმიანობით დაზარალებულები აქციას მართავენ

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ კომპანია "ცენტრ-პოინტის" საქმიანობის შედეგად დაზარალებული 300-ზე მეტი ადამიანი აქციას მართავს. აქციის დაწყებამდე მონაწილეებს სასტვენები და ფურცლები დაურიგდათ, წარწერით: "SOS".

აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები:"სად არის ჩვენი ხელისუფლება", "ცენტრ-პოინტი, დექსუსი – თაღლითები". "ცენტრპოინტის" საქმიანობით დაზარალებულებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ ისინი ითხოვენ, პროკურატურამ დაიწყოს კომპანია "ცენტრ-პოინტის" საქმიანობის გამოძიება, შესრულდეს "ცენტრ-პოინტთან" გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პირობა, ან დაუბრუნდეთ გადახდილი თანხები. ასევე, მაისის ბოლომდე კომპანია "დექსუსმა" წარმოადგინოს "ცენტრ-პოინტის" ვალდებულებების შესრულების გარანტიები, გამყარებული კომპანიის ქონებითა და ფინანსებით.

აქციის მონაწილეები ითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის რუსუდან კერვალიშვილისთვის იმუნიტეტის მოხსნასაც და მის ჩამოშორებას საკანონმდებლო საქმიანობისგან. მათი თქმით, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა შეისწავლოს ჩაბარებული და დაუმთავრებელი მშენებლობები და გააკეთოს დასკვნები.

აქციის მონაწილეები იმასაც ითხოვენ, რომ ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის თავმჯდომარემ საჯარო გახადოს ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს ამხანაგობა სააკაძის მოედანზე, მერიის უკან მშენებლობას აწარმოებდა.

აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად პარლამენტთან იმყოფებიან "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე, "რესპუბლიკელები" და "კონსერვატორი" ლაშა ჩხარტიშვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს