ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი დასრულდა

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული "მდინარე ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოების" პროექტი დასრულდა. პროექტის პრეზენტაცია ხვალ, ახმეტის მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართება.
იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, მდინარე ალაზნის ნაპირებზე, დამცავი კედლების არარსებობის გამო მდინარის მახლობლად მცხოვრებ 5 000 ოჯახი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. პროექტის ფარგლებში მდინარე ალაზნის ნაპირზე დამცავი კედლები აშენდა.
პროექტს იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასაიოში კამოჰარა გახსნის. ცერემონიას ასევე დაესწრებიან უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
პროექტი 362 მილიონიანი დახმარების ნაწილია, რომელსაც იაპონიის მთავრობა, საქართველოში იაპონელი ხალხის სახელით 1998 წლიდან ახორციელებს.

























