ბათუმში პოლიციის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი მიმდინარეობს

ბათუმში პოლიციის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი მიმდინარეობს

ბათუმში პოლიციის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი მიმდინარეობს. აღლუმს ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები. საზღვარგარეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

აღლუმს აფორმებს სიმფონიური ორკესტრი ნიკა მემანიშვილის ხელმძღვანელობით.

ბათუმში დღეს სხვა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი, რომლებსაც გალა კონცერტი დაასრულებს.

6 მაისი პოლიციის დღედ შარშან დაწესდა. 6 მაისი აჭარის რევოლუციის დღეც არის.