2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა ბაზის ფორმირება დასრულდა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა რეგისტრაციის შედეგები ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოაქვეყნა.

.როგორც ”ინტერპრესნიუსს” გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2011 წელს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად 35 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

აბიტურიენტების უმეტესობამ პირველ არჩევნად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტები მიუთითა. 7–ვე არჩევანის გათვალისწინებით, განაცხადების ყველაზე მეტი რაოდენობით ტექნიკური უნივერსიტეტი ლიდერობს, მეორე ადგილზეა ილიას უნივერსიტეტი, მესამეზე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პირველი არჩევანის მიხედვით ლიდერობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები. წელს პირველად, პირველი არჩევანის მიხედვით, ათეულში მოხვდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი.

კონკურსი (განაცხადების რაოდენობა 1 ადგილზე) ყველაზე მაღალი აღმოჩნდა თავდაცვის ეროვნულ აკადემიის, სამედიცინო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება