კოჯორში იუნკერთა რეკონსტრუირებული მემორიალი გაიხსნა

კოჯრის შესასვლელში იუნკერთა მემორიალის რეკონსტრუირებაზე 30 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯა.

კოჯრის შესასვლელში იუნკერთა რეკონსტრუირებული მემორიალი დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა და დიდგორის რაიონის გამგებელმა გოგიტა ნიკოლაძემ გახსნეს.

90-იან წლების დასაწყისში იუნკერთა ხსნოვნის პატივსაცემად აგებული მემორიალის რეკონსტრუქცია თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობამ განახორციელა.

პროექტის ფარგლებში მოხდა მიმდებარე ტერიტორიის გაფართოება და კეთილმოწყობა. გაკეთდა გარე განათება, დაირგო სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარეები და მოეწყო დასასვენებელი ადგილი.

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერებმა მტერს თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში წინააღმდეგობა გაუწიეს. 1921 წლის 24 თებერვალს იუნკერთა დიდი ნაწილი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა