ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხვალ საქართველოში შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი ეწვევა.
ელჩი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წაიკითხავს ლექციას, თემაზე - "მშვიდობა და დემოკრატიული რევოლუცია არაბულ ქვეყნებში". დოქტორი ბეხლერი ისაუბრებს არაბულ სამყაროში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე.
ელჩის მოხსენებაში ქუჩის საპროტესტო აქციები, რევოლუციები და "დაუნდობელი შეტაკებები" ერთის მხრივ, პოლიტიკური და კულტურული სტაგნაციის, ხოლო მეორეს მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების კონტექსტში განიხილება.
ელჩი შეეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხს: რა სახის "რევოლუციებს" განვიცდით; ვინ დგას პოლიტიკური ძალების უკან; რით აიხსნება ცვლილებების თანადროულობა სხვადასხვა რეგიონში; როგორია მოვლენების მსგავსება და განსხვავება სხვადასხვა ქვეყნებში; ასევე, არსებობდა თუ არა ინტელექტუალური ფესვები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სახალხო მოძრაობებს; რა კავშირია დემოკრატიას, მშვიდობიან ცვლილებებსა და შეარაღებულ ძალადობას შორის ქვეყნებში, რომელიც დატანილია რუკაზე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"