თსუ-ს შვეიცარიის ელჩი ეწვია

თსუ-ს დღეს შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი ეწვია. ელჩმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წაიკითხა ლექცია, თემაზე - "მშვიდობა და დემოკრატიული რევოლუცია არაბულ ქვეყნებში".

როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, დოქტორმა ბეხლერმა არაბულ სამყაროში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რევოლუციების სერია ტექნოლოგიების განვითარებამ და ორგანიზებულმა ოპოზიციურმა ძალამ გამოიწვია.

ელჩმა მოხსენებაში ქუჩის საპროტესტო აქციები, რევოლუციები და "დაუნდობელი შეტაკებები" ერთის მხრივ, პოლიტიკური და კულტურული სტაგნაციის, ხოლო მეორეს მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების კონტექსტში განიხილა.

ამასთან, გიუნტერ ბეხლერი საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხს შეეხო. კერძოდ, რა სახის "რევოლუციებს" განვიცდით; ვინ დგას პოლიტიკური ძალების უკან; არსებობდა თუ არა ინტელექტუალური ფესვები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სახალხო მოძრაობებს; რა კავშირია დემოკრატიას, მშვიდობიან ცვლილებებს და შეიარაღებულ ძალადობას შორის და სხვა.

კონფლიქტების კვლევის დარგში ბრემენის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორმა გიუნტერ ბეხლერმა სამეცნიერო მოღვაწეობა ჰამბურგის უნივერსიტეტში მშვიდობის და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ მუშაკად დაიწყო. ახალგაზრდა მეცნიერის შრომები ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის კონფლიქტს ეხებოდა. 1996 წელს პროფესორმა ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამა და ჯონ კენედის სახელმწიფო მართვის სკოლა გაიარა.

1988-2000 წლებში გიუნტერ ბეხლერი მისივე დაარსებულ შვეიცარიული მშვიდობის ფონდს ხელმძღვანელობდა. 2001 წელს დოქტორი ბეხლერი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) კონფლიქტების თავიდან აცილებისა და ტრანსფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. 2005 წლიდან კი, ნეპალში შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური მრჩეველია სამშვიდობო საკითხებში. 2007 წელს შვეიცარიის საგარეო უწყებამ იგი დარფურში მიავლინა - სუდანში სამშვიდობო საკითხებში მთავარ მრჩევლად.

2009 წლიდან გიუნტერ ბეხლერი მთავარი მედიატორი იყო. 2010 წლის ივნისამდე კი ის დარფურის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული, რომელიც ყატარში მიმდინარეობდა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის