ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარედ გიგა კობალაძე აირჩიეს

საქართველოს ავტორთა საზოგადოებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ადვოკატი გიგა კობალაძე უხელმძღვანელებს.

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დღეს საქართველოს ავტორთა საზოგადოების არჩევნები გაიმართა, რომელიც ხმაურით მიმდინარეობდა.

საქართველოს ავტორთა საზოგადოების ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ~საქაპატენტის~ კანდიდატ გიგა კობალაძეს და ავტორთა საბჭოს წარმომადგენელ ნატალია ზაქარეიშვილს სურდათ.

არჩევნებზე მისულმა კომპოზიტორებმა, რეჟისორებმა, მწერლებმა, პოეტებმა და მხატვრებმა ჯერ ავტორთა საზოგადოების ყოფილი ხელმძღვანელის ელგუჯა შაფათავასგან ვერ მიიღეს პასუხი, თუ რატომ ვერ იღებენ წლების განმავლობაში კუთვნილ ჰონორარებს, შემდეგ კი არჩევნებზე ხმის ღიად მიცემის პროცედურა გააპროტესტეს. თუმცა არჩევნები ღიად ჩატარდა.

არჩევნებზე გიგა კობალაძემ 59 ხმა, ხოლო ნატალია ზაქარეიშვილმა 3 ხმა დააგროვა.

აღნიშნული ფაქტი ნატალია ზაქარეიშვილმა გააპროტესტა და არჩევნების აღნიშნული გზით წარმართვა კანონის დარღვევად მიიჩნია.

როგორც ნატალია ზაქარეიშვილმა განაცხადა, აღნიშნული უკანონობის გამო მისმა მხარდამჭერმა კომპოზიტორებმა, კახა ცაბაძემ და ნუნუ დუღაშვილმა არჩევნები პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ახლად არჩეული ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კობალაძემ მის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვება მას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს და ყველას საავტორო უფლებების დაცვას დაპირდა.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა