ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის ტელევიზიისკენ დაიძრნენ

ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის ტელევიზიისკენ დაიძრნენ

ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები, თბილისში მიმდინარე აქციის მსგავსად, აჭარის ტელევიზიისკენ დაიძრნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ერას მოედანზე გამართულ აქციაზე თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ორი ტელევიზია ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სწორედ ამიტომ ისინი ამ ტელევიზიებისგან პირდაპირ ეთერს ითხოვენ, რათა ოპოზიციის მიტინგები პირდაპირ ეთერში გაშუქდეს.

ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები ამ წუთებში აჭარის ტელევიზიის მიმართულებით დაიძრნენ.

ოპოზიციის ლიდერების გამოსვლები კი ერას მოედანზე სამ საათნახევარზე მეტია გრძელდება. ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ერას მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მწერლებიც მიმართავდნენ. ლიდერები ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ეს არის ბოლო ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში მოქმედი ხელისუფლება შეიცვალოს.