"აირზენა" მგზავრებს სიახლეებს სთავაზობს

"აირზენა"  მგზავრებს სიახლეებს სთავაზობს

ავიაკომპანია "აირზენა" ზაფხულის სეზონზე მგზავრებს სიახლეებს სთავაზობს.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ბათუმიდან ახალი მიმართულება დაინიშნა. 5 ივნისიდან იწყება "ბათუმი-თელ-ავივი-ბათუმის" რეისების შესრულება(რეისები კვირა დღეს შესრულდება), 18 ივნისდან - "ბათუმი-ბაქო-ბათუმი"(რეისები კვირაში სამჯერ-ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს განხორციელდება). ამას გარდა, უკვე დანიშნულ "ბათუმი-კიევი-ბათუმის" რეისებს დამატებითი სიხშირეები დაემატება და კვირაში სამის ნაცვლად ფრენები ხუთჯერ განხორციელდება. ხოლო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით რეისები ყოველდღიურად შესრულდება.

ავიაკომპანიის მენეჯმენტში თვლიან, რომ აღნიშნული ფრენების დანიშვა აჭარის რეგიონში ტურისტების მიზიდვას შეუწყობს ხელს და წელს უფრო მეტი უცხოელი ნახავს არა მხოლოდ განახლებულ ბათუმს, არამედ შესაძლებლობა ექნება ბათუმიდან სულ რაღაც ორი საათის სავალზე ახალი კურორტი ანაკლია მოინახულოს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს