2011 წლის მაისის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდადა ქვეყნის მასშტაბით 44 365 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის მაისი 2007-2010 წლების იმავე თვესთან შედარებით აშკარა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის მაისთან (36 349 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 22.1%-ით, 2008 წლის მაისთან (35 118 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 26.3%-ით, 2009 წლის მაისთან (22 581 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 96.5%-ით და 2010 წლის მაისთან (34 510 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 28.6%-ით.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"