ავიაკომპანია "აირზენა" ზაფხულის სეზონზე მგზავრებს სიახლეებს სთავაზობს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~აირზენადან~ აცნობეს, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ბათუმიდან ახალი რეისები დაინიშნა. დღეიდან ბათუმი-ბაქო-ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება. რეისები კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს განხორციელდება. 21 ივნისიდან, კვირაში ორჯერ, ბათუმი-მოსკოვი-ბათუმი(სამშაბათი, კვირა) შესრულდება. 5 ივნისიდან დაიწყო ბათუმი - თელ-ავივი - ბათუმის რეისების შესრულება (რეისები კვირა დღესაა დანიშნული).
ისრაელიდან ტურისტების ნაკადი ყოვედღიურად იზრდება. მხოლოდ 3 რეისით თელ-ავივიდან ბათუმში აიზრენამ 350 ტურისტი ჩაიყვანა. ასევე, უკვე დანიშნულ ბათუმი-კიევი-ბათუმის რეისებს სიხშირეები დაემატება და კვირაში სამის ნაცვლად, ფრენები ყოვედღიურად განხორციელდება. ივნისის ბოლოდან იგეგმება ბათუმიდან თეირანის მიმართულებით ფრენების დანიშვნა. ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისი ყოველდღიურად სრულდება.
ავიაკომპანიის მენეჯმენტში მიიჩნევენ, რომ ახალი რეისების დანიშვნა აჭარის რეგიონში ტურისტების მიზიდვას შეუწყობს ხელს და წელს უფრო მეტი უცხოელი ნახავს არა მხოლოდ განახლებულ ბათუმს, არამედ შესაძლებლობა ექნება ბათუმიდან სულ რაღაც 2 საათის სავალზე ახალი კურორტი ანაკლია მოინახულოს.
სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში "აირზენამ" ბათუმში 750 ტურისტი ჩაიყვანა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"