საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღებაში ეჭვმიტანილები დააკავა

ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილები დააკავეს.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დაკავებულები არიან ინდივიდუალური მეწარმე ზაზა ჯაფოშვილი, მისი პარტნიორი მიხეილ ტეფნაძე, შპს "გი–არტის" დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ებრალიძე, ასევე კომპანიის სპაციალისტი გიორგი მაისურაძე.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეებს დაუმზადეს და გადასცეს ათეულ ათასობით ლარის სხვადასხვა დასახელების პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი სასაქონლო ზედნადებები. ზ. ჯაფოშვილმა და მ. ტეფნაძემ უსაქონლო ოპერაციის ჩატარებასა და ყალბი დოკუმენტის დამზადებაში 11 700 ლარი აიღეს, შპს "ჯი–არტის" წარმომადგენლებმა – გ.ებრალიძემ და გ.მაისურაძემ კი ანალოგიური საქმიანობა 5 000 ლარის სანაცვლოდ განახორციელეს.

სამართალდამცველებმა ოთხივე ბრალდებული უშუალოდ ფაქტზე დააკავეს. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობას ძიება დაადგენს.

მიმიდნარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის