საქართველოში ბებია ქალის ინსტიტუტის განვითარებას სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა

საქართველოში ბებია ქალის ინსტიტუტის განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა.

სასტუმრო ~ჰოლიდეი ინ~-ში, ასოციაცია ~ჰერა XXI~-ის ორგანიზებით, დღეს დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. მას საქართველოში მოღვაწე წამყვანი გინეკოლოგები, მეცნიერები, ბებია ქალები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასოციაცია ~ჰერა XXI~-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო წულეისკირის განცხადებით, საქართველოში არსებულ სამშობიარო სახლებსა თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში 800 ბებია ქალი მუშაობს. ისინი უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო მუშაკები არიან, თუმცა, საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების მისაღწევად მათი გადამზადება აუცილებელია.

ნინო წულეისკირის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შარშან ბებია ქალის ფაკულტეტი გაიხსნა, რაც საშუალებას იძლევა ქვეყანაში უმაღლესი განათლების მქონე და საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების უნარ-ჩვევებით მომზადებულმა სამედიცინო მუშაკებმა მიიღონ ბებია ქალისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების განათლება.

კონფერენციას ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე დაესწრო. მისი თქმით, აუცილებელია ბებია ქალის ინსტიტუტი განვითარდეს, ვინაიდან როგორც ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა განვითარებული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, პროფესიონალი და შესაბამისი ფსიქოლოგიურ განათლებამიღებული ბებია ქალი ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს მშობიარობისა და ჩვილის გადარჩენის საკითხებში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა