რუსუდან გოცირიძე – რელიგიური ჯგუფების იურიდიულ პირად დარეგისტრირების მოთხოვნა უკვე რამდენიმე წელია, არსებობს

საქართველოში არსებულ სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფების საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდნენ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში არსებული ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ თემაზე წლების განმავლობაში, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტული ცენტრისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით, იმართებოდა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელთა შეხვედრები, რომლის დროსაც იურიდიული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა.

აქედან გამომდინარე, როგორც რუსუდან გოცირიძე აცხადებს, ეს ერთ დღეში წამოწეული თემა არ არის, რადგან არსებობდა მოთხოვნა და ამ მოთხოვნაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა.

ამასთან, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი განმარტავს, რომ კანონი არანაირ პრივილეგიებს არ ითვალისწინებს, უბრალოდ ის რელიგიური ჯგუფებს აძლევს საშუალებას, იყვნენ თანასწორუფლებიანები და მათ მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის შემთხვევაში უფლებები სასამართლოს მეშვეობით, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაიცვან.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში