რუსეთ-საქართველოს ომის 3 წლისთავთან დაკავშირებით დღეს გორში ღონისძიებები გაიმართება

აგვისტოს ომის 3 წლისთავთან დაკავშირებით დღეს, გორის რაიონში ღონისძიებები გაიმართება .
09:00 საათზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია საღვთო ლიტურგიას აღასრულებს.
10:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, მე–3 საჯარი სკოლის მიმდებარე სკვერში, ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის სამსახური გორის მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს.
12:00-12:30 საათზე, გაიმართება გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა და 2008 წელს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
15:00 საათზე, სოფელ შინდისში დაღუპული ქართველი მეომრების სახელზე აღიმართება ჯვარი და ლიტერატურული კომპოზიაცია ბრძოლის ადგილას.
18:00 საათზე, გორის სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ცხელი აგვისტო".
20:30 საათზე, გორის ცენტრალური მოედანზე, მოეწყობა ფოტოგამოფენა - "გვახსოვდეს აგვისტო", ხოლო 20:45 საათზე - სანთლების აქცია საქართველოს რუკის ფონზე. 21:30 საათზე, ნაჩვენები იქნება ფილმი "აგვისტოს 5 დღე". ჩვენებას ფილმში მონაწილე მსახიობები და პროდიუსერები დაესწრებიან.

























