საქართველოს კონსტიტუცია ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა

საქართველოს კონსტიტუცია ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრიდან" აცნობეს, უსინათლოებს ქვეყნის უზენაესი კანონის დამოუკიდებლად წაკითხვის საშუალება 24 აგვისტოდან მიეცემათ.

ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი, ამ დღეს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდება და ბრაილის შრიფტით დაწერილ საქართველოს კონსტიტუციას საჩუქრად გადასცემს.

"კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში" აცხადებენ, რომ ქვეყნის უზენაესი კანონი ბრაილის შრიფტით მათი ხარჯებით დაიბეჭდა და მას ქართველი უსინათლოები საჩუქრად მიიღებენ.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა