საქართველოს კიდევ ორი ახალი პროფესული სასწავლებელი გაიხსნება

უახლოეს მომავალში საქართველოს კიდევ ორი ახალი პროფესული სასწავლებელი ექნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა .
მინისტრის თქმით, 5 სექტემბერს გაიხსნება პროფსასწავლებელი ფოთში, რომელიც მთლიანად ანაკლიას მოემსახურება, წლის ბოლომდე კი, კიდევ ერთი პროფესიული სასწავლებლის გახსნა იგეგმება.
"ნოემბერში გაიხსნება ქობულეთის პროფსასწავლებელი, რომელიც იქნება ერთ-ერთი საუკესო არა მარტო საქართველოში, არამედ - მთლიანად რეგიონში", - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

























