სოფელ შენაქოში დღეს მცირე მოცულობის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნება

სოფელ შენაქოში დღეს მცირე მოცულობის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნება

თუშეთის რაიონის სოფელ შენაქოში დღეს მცირე მოცულობის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნება . ჰესს აშშ-ის ელჩი საქარველოში ჯონ ბასი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური გახსნიან.

ჰიდროელექტროსადგური ეკოლოგიურად სუფთა და განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფს სოფლის 60 ოჯახსა და საზღვრის დაცვის ახლომდებარე საგუშაგოებს.

აშშ-ის მთავრობამ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, პროექტის დასაფინანსებლად 87 000 აშშ დოლარი გამოყო. პროექტს ახორცილებდა USAID-ის პარტნიორი ორგანიზაცია Winrock International-ი.

ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის და ხელს შეუწყობს მთიან რეგიონში ტურიზმის განვითარებას. ჰიდროელექტროსადგური შენაქოსა და მისი მეზობელი სოფლებისათვის საკმარის ენერგიას გამოიმუშავებს.

მას შემდეგ, რაც 1988 წელს შენაქოს გადამცემი ხაზი დაზიანდა, სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.