ქართველი მორაგბეები მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს გამართავენ

ახალი ზელანდიის ქალაქ ოქლენდში რაგბიში მსოფლიოს თასის 2011 წლის გათამაშება დღეს გაიხსნება.

საქართველოს ნაკრები, რომელიც ახალი ზელანდიის ქალაქ ქვინზთაუნში იმყოფება და ასპარეზობისთვის ემზადება, მსოფლიოს თასის ჯგუფში პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 11.30 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნებთან" ჯგუფში არიან, ასევე, არგენტინის, ინგლისისა და რუმინეთის ნაკრებები. ჩვენ ჯგუფში ასპარეზობა 10 სექტემბრიდან დაიწყება. ამ დღეს შოტლანდიის ნაკრები რუმინეთს გაეჯიბრება, არგენტინის ეროვნული გუნდი კი - ინგლისს.

მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრა კი, დღეს გაიმართება - მასპინძლები, ახალზელანდიელები, რომლებიც უმთავრესი ფავორიტები არიან, ტონგას ნაკრებს ეთამაშებიან.

საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში შემდეგ შემადგენლობით არის ჩასული:

I ხაზი: გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ჯაბა ბრეგვაძე (არმია), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).

II ხაზი: ილია ზედგინიძე (კარკერენი) გიორგი ნემსაძე (ვალანსი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).

III ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), გიორგი ჩხაიძე (ლელო), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), მერაბ კვირკაშვილი (ფიჟაკი), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (უგუნდო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ნიცა); ლექსო გუგავა, ალექსანდრე თოდუა (ორივე-ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).

საქართველოს ნაკრების თამაშები 2011 წლის მსოფლიოს თასზე:

14 სექტემბერი - საქართველო-შოტლანდია; 18 სექტემბერი - საქართველო-ინგლისი;

28 სექტემბერი - საქართველო-რუმინეთი; 2 ოქტომბერი - საქართველო-არგენტინა.

მსოფლიოს სარაგბო ფორუმი თვეზე მეტხანს გასტანს და 23 ოქტომბერს, ფინალური მატჩით დასრულდება.

ახლა ზელანდიაში იმყოფება გაზეთი "ლელოს" ჟურნალისტი ბესიკ ჯანგავაძე, რომელიც "ინტერპრესნიუსს", "სპორტალ.გე"-ს, "პალიტრატვ"-სა და რადიო "პალიტრას" უახლეს ინფორმაციებსა და მასალებს ოპერატიულად მოაწვდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო