რომ გია თორთლაძესთან ერთად, ახალი პარტია დააფუძნოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ცაგარეიშვილმა განუცხადა, არ არის გამორიცხული, როგორც "ქრისტიან-დემოკრატებთან" ურთიერთბის, ისე პარტიის შექმნის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
დეპუტატი გია თორთლაძე კი ამბობს, რომ პარტიის შექმნის სურვილი აქვთ, თუმცა დეტალები ჯერ დაკონკრეტებული არ არის.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიაში საპარლამენტო უმცირესობის სხვა წევრებიც გაერთიანდნენ, თუმცა ამ ეტაპზე არც მათი არ კონკრეტდება. ახალ პარტიაში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი რამდენიმე ადამიანების გაწევრიანებაც იგეგმება.
გია ცაგარეიშვილიც და გია თორთლაძეც რამდენიმე თვის წინ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრები იყვნენ. ორივემ ერთდროულად დატოვა პარტია და გაერთიანებულ ოპოზიციაში დამოუკიდებელ სუბიექტად შევიდნენ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ცაგარეიშვილმა და თორთლაძემ გაერთიანებული ოპოზიციაც ერთდროულად დატოვეს, პარლამენტში შევიდნენ და ოპოზიციურ ფრაქციაში გაწევრიანდნენ.