"ქრისტიან-დემოკრატები" სოფელ გურიფულის მოსახლეობას შეხვდნენ

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ხობის რაიონის სოფელ გურიფულის მოსახლეობას შეხვდნენ.
გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლმებს დაწვრილებით გაეცნენ. შეხვედრაზე აქცენტი სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაზე გაკეთდა და გიორგი თარგამაძე მოსახლეობას მცირე ბიზნესის წამოსაწყებად დახმარებასაც დაჰპირდა.
"ქრისტიან-დემოკრატები" აქტიურად ვუდგავართ მხარში ქართული სოფლის აღორძინებას, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ეკონომკური განვითარებისთვის. საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი ქვეყანა და გვყავდეს თვითკმარი ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებაზე კი არ იქნებიან დამოკიდებული, არამედ თავიანთი შრომით ააღორძინებენ ქვეყანასაც და ფეხზე დააყენებენ საკუთარ ოჯახებს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მოძრაობის ლიდერებმა სოფელ გურიფულში მშენებარი ტაძრისთვის საჭირო სამშენებლო მასალებიც ჩაიტანეს.

























