"რედისონში" ხვალ რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს წარმოადგენენ

სასტუმრო "რედისონში" ხვალ საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს წარმოადგენენ.

ამასთან დაკავშირებით მედია სემინარიც გაიმართება. სემინარს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა "შენარჩუნება" (JSI), უმასპინძლებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა განუცხადეს, სემინარზე ჟურნალისტები ოჯახის დაგეგმვის მნიშვნელობის შესახებ განათლების აუცილებლობას გაეცნობიან. ასევე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე სიახლეებს და ახალი კვლევის შედეგებს. აქციის მიზანია თანამედროვე ოჯახის დაგეგმვის მეთოდების შესახებ საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლება.

საგანმანათლებლო სემინარის მსვლელობისას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია.

კონკურსში მონაწილე ჟურნალისტებმა უნდა წარმოადგინონ გამოქვეყნებული მასლა ჯანმრთელი ოჯახის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე.

გამარჯვებულ ჟურნალისტებს JSI და მისი პარტნიორი ორგანიზაციებისგან ფასიანი პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ.

"აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აბორტების ყველაზე მაღალი დონე 1999 წელს _ 3.6 აბორტი თითო ქალზე, აჩვენა; 2005 წელს _ საშუალოდ 3.1 აბორტი თითო ქალზე. ბოლო კვლევამ გამოავლინა, რომ აბორტების რაოდენობამ 2005 და 2010 წლების შუალედში მკვეთრად იკლო და თითო ქალზე საშუალოდ 1.6 აბორტი შეადგინა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აბორტების კლებასთან ერთად გაიზარდა თანამედროვე კონტრაცეპტივების გამოყენება. კერძოდ, 1999 წელს 20%-დან 2010 წელს 35%-მდე. უფრო მეტიც, კვლევამ დაადგინა შობადობის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა 2005 წელს 1.6%-დან 2010 წელს 2.0%-მდე", _ აცხადებენ სემინარის ორგანიზატორები.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ