პირის სისხლის სამართლებრივი დევნისგან განრიდების ერთ-ერთი პირობა მარტივდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "სისხლის სამართლის საპროცესო" კოდექსში შედის.
მოქმედი ნორმით, პროკურორს შეუძლია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე განრიდების სუბიექტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს ან შეწყვიტოს, თუ პირი საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შეასრულებს - 140 საათიდან 800 საათამდე.
კანონპროექტით კი, კანონით დადაგენილი ვადა 40 საათიდან 400 საათამდე მცირდება.
კანონპროექტის ინიციატორი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კახა ანჯაფარიძეა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"