ვარდების რევოლუციის მოედანზე გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა იდგმება

ვარდების რევოლუციის მოედანზე გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა იდგმება. ის სიმაღლეში დაახლოებით 10 მეტრი, ხოლო სიგრძეში 20 მეტრია.

ველოსიპედს ორი საჭე და ორი ერთმანეთისკენ მიმართული სკამი აქვს. სკულპტურაზე მუშაობა გრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ ველოსიპედს სხვა ელემენტები კიდევ დაემატოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სკულპტურაზე მომუშავე ხელოსნებმა განუცხადეს, მუშაობა გასულ ღამეს დაიწყეს. მათივე თქმით, გიგანტური ველოსიპედი ვარდების რევოლუციის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იდგმება და მისი ავტორი ფრანგი მოქანდაკეა.

ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა