მიხეილ სააკაშვილმა ხონის რაიონში ახალი საავადმყოფო გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა ხონის რაიონში ახალი საავადმყოფო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხონის რაიონში ახალი საავადმყოფო გახსნა . საავადმყოფო 20-საწოლიანია, ულტრათანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი და შესაძლებელია ჰოსპიტალური, ამბულატორიული და პრე-ჰოსპიტალური პროცედურების გავლა.

ხონის საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალი ადგილობრივი კადრებით არის დაკომპლექტებული. ახალი საავადმყოფო ჰოსპიტარული სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში აშენდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო ჯანდაცვის სისტემას ქმნის. "ჩვენ ვქმნით ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაგარ ჯანდაცვის სისტემას. ეს პირველ რიგში ეფუძნება იმას, რომ ყველაფერი უნდა იყოს ძალიან თანამედროვე. აქედან ადამიანების უმეტესობა დადიოდა თბილისში. ამას შემოაქვს თანასწორობა რეგიონებს შორის. დღეს რეგიონში ცხოვრება უკვე აღარ არის დაკავშირებული მეორეხარისხოვან მოქალაქეობასთან, რადგან განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა გვაქვს უმაღლესი კლასის. ახლა მთავარია მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ამიტომ, მეორე ეტაპია სპეციალისტების გადამზადება", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.