"საქართველოს ბანკმა" დღეს გორში ახალი სერვისცენტრი გახსნა

"საქართველოს ბანკმა" დღეს გორში, ჭავჭავაძის ქ. N10–ში ახალი სერვისცენტრი გახსნა.
ბანკის ინფორმაციით, ახალ სერვისცენტრში, მომხმარებელი შეძლებს როგორც სტანდარტული საბანკო ოპერაციების ჩატარებას, ასევე ბიზნესსესხებით სარგებლობას მცირე და საშუალო კომპანიებისთვის.
"საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ მიკროსესხების დაფინანსება წარმოადგენს და ამიერიდან, გორში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ბიზნესის დაფინანსებისთვის ახალ სერვისცენტრს მიაკითხოს", - აცხადებენ ბანკში.
"საქართველოს ბანკის" ახალი სერვისცენტრი თანამედროვე სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი და მომხმარებელს მარტივ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. გორის ახალ სერვისცენტრში 17 ადამიანი დასაქმდა.
"საქართველოს ბანკს" ქვეყნის მასშტაბით უკვე 150–მდე სერვისცენტრი აქვს.

























