მიხეილ სააკაშვილმა ადიგენში ახალი საავადმყოფო გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა ადიგენში ახალი საავადმყოფო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტიმა მიხეილ სააკაშვილმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში ადიგენში ახალი საავადმყოფო გახსნა .

"იმედი L"-ის მიერ აშენებული კლინიკა ვროპული სტანდარტების შესაბამისია და იქ შესაძლებელია ამბულატორიული, თერაპიული, ქირურგიული, სამშობიარო და სხვა მომსახურებით სარგებლობა. კლინიკის მშენებლობაში 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. მრავალპროფილიანი ჰოსპიტალი, რომელიც ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, 25 საწოლიანია და იქ 85 მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული.

პრეზიდენტი ადიგენის მოსახლეობასაც შეხვდა, გაესაუბრა და მათ ინფორმაცია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შესახებ, განათლების რეფორმაზე და სოციალურ პროგრამებზე მიაწოდა. მიხეილ სააკაშვილმა ადიგენის სკოლის მოსწავლეებისგან საჩუქრად მათ მიერ ხელით შესრულებული ილუსტრირებული "დედაენა" მიიღო.