საქართველომ გერმანიაში მითვისებული ეროვნული ბრენდები დაიბრუნა

საქართველომ გერმანიაში მითვისებული ეროვნული ბრენდები დაიბრუნა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე "საქპატენტის" ხელმძღვანელმა, ირაკლი ღვალაძემ განაცხადა, წლების განმავლობაში გერმანიაში რუსული კომპანია Moscow wines&spirits company GMBH-ის მიერ მითვისებული ქართული ღვინის ბრენდები "წინანდალი", "ქინძმარაული" და "ხვანჭკარა" კვლავ საქართველოს სახელმწიფო კუთვნილებაა.

ღვალაძის ინფორმაციით, "საქპატენტისთვის" ცნობილი გახდა, რომ გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებაში 2001 წლიდან კომპანია Moscow wines&spirits company GMBH-ს სახელზე რეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოების დასახელბები "წინანდალი", "ქინძმარაული" და "ხვანჭკარა", რომელსაც ხელშეკრულების ვადა 2011 წელს ეწურებოდა.

"საქპატენტმა" დაიქირავა გერმანული იურიდიული ფირმა, რომლის მეშვეობითაც, საჩივრით მიმართა გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებას და Moscow wines&spirits company GMBH-ის რეგისტრაციის გაუქმება მოსთხოვა. საჩივარში განამრტებული იყო, რომ "წინანდალი", "ქინძმარაული" და "ხვანჭკარა" არის რეგისტრირებული ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა და დაუშვებელია მათი სასაქონლო ნიშნით რეგისტრაცია რომელიმე უცხოური კომპანიის მიერ.

"გუშინ მივიღეთ პასუხი, რომ Moscow wines&spirits company GMBH-ს ქართული ბრენდების გამოყენების უფლება აღარ მიეცემათ",-განაცხადა "საქპატენტის" ხელმძღვანელმა.

ირაკლი ღვალაძის განცხადებით, თვეების განმავლობაში ცდილობდა კომპანია Moscow wines&spirits company GMBH-ის ხელმძღვანელებთან დაკავშირებას, თუმცა კომპანია მისამართებს ხშირად იცვლიდა და კონტაქტზე მხოლოდ ადვოკატები გამოდიოდნენ.

ვიდეო

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება