თურქმენეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. უცხოური მედიის ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტის გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის გარდა , ქვეყნის პირველი პირობისთვის კიდევ 7 კანდიდატი იბრძვის. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ გამარჯვება სწორედ მოქმედ პრეზიდენტს აქვს გარანტირებული.
გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი პირველი ვადით 2007 წელს აირჩიეს. მაშინ მან არჩევნებში ხმების 90 % მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნებს პირველად საერთაშორისო დამკვირვებლები გაუწევენ მონიტორინგს, მათ შორის დსთ-ის დამკვირვებლებიც არიან.