"ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულებმა პარლამენტთან ”ხაჭოს აქცია”  გამართეს

"ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულებმა პარლამენტის შენობის წინ ე.წ. ხაჭოს აქცია გამართეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, "ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულებმა პარლამენტის შენობასთან ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს ხაჭო მიუტანეს.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, 7 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე კერვალიშვილმა მათ უთხრა, რომ დაზარალებულებს ვერაფრით დაეხმარება, რადგან ხაჭოს ფულიც კი არ აქვს. ამიტომ "ცენტრ-პოინტის" ყოფილმა კლიენტებმა რუსუდან კერვალიშვილს ხაჭო მიუტანეს.

გარდა ამისა, "ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულები აგროვებენ ხელმოწერას, რომელსაც პროკურატურას წარუდგენენ იმ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც თავად აცხადებენ, "ცენტრ-პოინტისა" და "დექსუსის" მიერ ხორციელდება.

ასევე , დაზარალებულები მოითხოვენ, რომ რუსუდან კერვალიშვილმა, ასევე მისმა დამ მაია რჩეულიშვილმა და სიძემ ვახტანგ რჩეულიშვილმა მთელ თავის ქონებაზე თქვან უარი იმისთვის, რომ "დექსუსმა" შეძლოს ბინების მშენებლობის დასრულება და მათთვის გადაცემა.

პარლამენტის შენობასთან დაახლოებით 100-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს